შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია თავხელიძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მათემატიკოსის სპეციალობით 1976 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1979 წელს. 1980-1988წწ. მუშობდა თბილისის ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, 1984 წლიდან უფროს მეცნიერ თანამშრომელად; 1988-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო მუშაობის დარგში; 1980-2006წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 1997-2007წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დოცენტი; 1997-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური ფიზიკის განტოლებათა განყოფილების გამგე; 1998- 2005წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კომპიუტერული ქსელის ხელმძღვანელი; 1998-2006წწ. ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2005 წლის თებერვლიდან - 2005 წლის ივნისამდე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდაქმნის კოორდინატორი; 2005–2006წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ; 2006 წლის აგვისტოდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია; სამეცნიერო ინტერესების სფერო: კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებები (თვისობრივი თეორია, ამონახსნთა ასიმპტოტური ყოფაქცევა, აპრიორული შეფასებები და მათი გამოყენებები, ამონახსნის აგების ოპერატორული მეთოდები); მათემატიკური მოდელირება: გეომეტრიული ფიგურებისა და ტრაექტორიების ალანიზური წარმოდგენა; მოცულობითი და ზედაპირული კვანძები და ხლართები; კითხულობს სალექციო კურსებს: განზოგადებული ფუნქციები (განაწილებები) და მათი გამოყენებანი; კერძო წარმოებულებიანი ფერენციაური განტოლებები; მათემატიკის ელემენტები ბუნებასა და ხელოვნებაში; კალკულუსი (V); ინტეგრალური განტოლებები და საკუთრივი რეცხვები; იყო მიწვეული პროფესორი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში; IWR - დისციპლინათაშორისი გამოთვლითი ცენტრი, გერმანია (1995); რომის უნივერსიტეტი "La Sapienza" მათემატიკის დეპარტამენტი (იტალია, 1998, 2001, 2004 და 2005); კიოლნის უნივერსიტეტი (გერმანია, 2008); სალერნოს უნივერსიტეტი (იტალია, 2012 და 2014); ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიეტუას რესპუბლიკის სამეცნიერო კვლევების საბჭოს გრანტი) - ლექციები და სემინარები ლიეტუას ინსტიტუტების თანამშრომელთათვის და სტუდენტებისთვის; რომის უნივერსიტეტი "Roma-3" (იტალია, 2016); ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია, 2016); პორტუგალიის სამხედრო აკადემია, ამადორა - ლექცია აკადემიის მსმენელთათვის (2017); არის წიგნის - "Modeling in Mathematics" Atlantis Pres" რედაქტორი (იჰილისთან და პ. ე. რიჩისთან ერთად); მონაწილეა ძირითადი საერთაშორისო კონფერენციების, სემინარებისა და სხვა ფორუმების (სულ მოხსენება 42); მიღებული აქვს გამოფენა-კონფერენციის "SofTEC’99"- თბილისი, მეორე ხარისხის პრემია (1999); უკრაინის მათემატიკოსთა კონგრესის ნიკოლოზ ბოგოლიუბოვის სახელობის სამახსოვრო "ოქროს" მედალი - "მათემატიკურ მეცნიერებაში მიღებული მაღალი დონის შედეგებისთვის" (კიევი, უკრაინა, 2009); მისი სამეცნიერო სტატიები და ნაშრომები იბეჭდება უცხოურ და ადგილობრივ სამეცნიერო ჟურნალებში. აკადემიკოს ილია ვეკუას შვილიშვილი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2002), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2004). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |