შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლადო კილასონია![]()
ბიოგრაფია2006 წელს სწავლობდა სამხრეთ აფრიკაში, დურბანში, რაგბის კლუბ Sharks-ის სარაგბო აკადემიაში; 2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დიპლომატიის ისტორიის განხრით. არის საქართველოს 19 და 20 წლამდელ მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი. საქართველოს რაგბის განვითარების ჯგუფის წევრი და ეროვნული აკადემიის მწვრთნელი. ოთხჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი: 2005 წელს როგორც მოთამაშე, 2011, 2013 და 2014 კი როგორც მწვრთნელი. ამასთანავე წერდა სარაგბო სტატიებს სხვდასხვა სპორტული და არა მარტო სპორტული გაზეთებისთვის და ჟურნალებისთვის. მიყავდა ცხელი შოკოლადის სარაგბო ბლოგი. არის 7 წიგნის ავტორი. მისი ნაწარმოებები რეგულარულად იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ ჟურნალებსა და გაზეთებში. თარგმნილია რუსულ, პოლონურ და ლიტვურ ენაზე. მისი წიგნები რამდენჯერმე მოხვდა ლიტერატურულ კონკურს "საბა"-ს ფინალში. არის ლიტერატურული კონკურს "ლიტერას" ფინალისტი; "ერთი მოთხრობის", "ლიტბუნიობის", "გურამ რჩეულიშვილის" სახელობის კონკურსების პრიზიორი. წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |