The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ კეცხოველი

სხვა სახელი:ნიკო კეცხოველი
დაბადების თარიღი:1853
გარდაცვ. თარიღი:1921  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ტყვიავი, გორის რაიონი.

დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია.

მუშაობდა სოფელ ტყვიავში მასწავლებლად, სადაც 1870-1880 წლებში დიდ საგანმანათლებლო მუშაობას აწარმოებდა; 1875-1885 წლებში მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, როგორც ხალხოსანი, კავშირი ჰქონდა რუს ნაროდნიკებთან, ბოლოს თავისი ძმების (სანდრო, ლადო და ვანო კეცხოველები) გავლენით სოციალ-დემოკრატი გახდა, პოლიტიკური საქმიანობისთვის ხშირად აპატიმრებდნენ. პირველმა შემოიღო ქართლში საწარმოო მეხილეობა და ხილის ევროპული ჯიშების გავრცელება. მებაღე-ორგანიზატორი, ქართლში ევროპული მეხილეობის შემომტანი. ხალხოსანი. ზაქარია კეცხოველის შვილი და ნიკო კეცხოველის მამა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.646

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1911-)

გააზიარე: