The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნესტორ კეჭაყმაძე

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზენობანი, ჩოხატაურის რაიონი.

1903 წელს დააპატიმრეს გურიის განმანთავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობისათვის. დაპატიმრებული იყო ქუთაისის ციხეში, შემდეგ სამი წლით გადაასახლეს რუსეთში (თ. ჟღენტი, "1905 წელი გურიაში", ტფ., 1927 წელი). 1905 წელს, მეგზურობას უწევდა სულთან კრიმ-გირეის გურიაში მოგზაურობის დროს და ჟურნალ "მოგზაურში" აქვეყნებდა კორესპონდენციებს, სადაც დაწვრილებით აღწერდა ამ მოგზაურობისა და გურულებთან შეხვედრის ამბებს.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.652


გააზიარე: