The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზოია ვაშაკიძე

ზოია ვაშაკიძე
დაბადების თარიღი:2 ივლისი, 1938
გარდაცვ. თარიღი:12 მარტი, 2023  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდ ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.

ათწლეულების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის სამგორისა და ნაძალადევის რაიონების მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში ნორჩ შემოქმედთა სტუდიებს, ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში; მისი სამწერლო დებიუტი 1957 წელს შედგა, როდესაც სამტრედიის რაიონულ გაზეთ "წინ სვლაში" გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი "სამაისო". მას შემდეგ მწერლის ნაწარმოებები პერიოდულად ქვეყნდებოდა ქართულ სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთებში, გამოდიოდა ცალკე წიგნებად. მის ლექსებზე, რომლებიც არაერთ ქართულ პოეტურ ანთოლოგიაშია შესული, მრავალი სიმღერა შეიქმნა. პოეტის კალამს ეკუთვნოდა საბავშვო ლექსების ისეთი კრებულები, როგორიცაა "ზღარბუნიას ქორწილი", "გაზაფხულის ჰანგები", "საქართველოს იმედი ხარ". მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს მწერალთა კავშირისა და მაყვალა მრევლიშვილის სახელობის პრემიები. დაჯილდოებული იყო წმიდა ნინოს სახელობის ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის მთავარი პრიზით – წმიდა ნინოს ჯვრით… გამოცემული აქვს კრებულები: "საქართველოს იმედი ხარ", "რჩეული ლირიკა", "ხატის წინ ჩურჩულით ნათქვამი" და "ჩემი ჯიხაიში".

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.140

ბიბლიოგრაფია

  • სონეტები (ავტორი). - თბილისი, მწიგნობარი, 2021. - 180გვ.. - ISBN: 9789941490903
  • ნაცრისფერ საღამოზე ფიქრში : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2018. - 190გვ.. - ISBN: 9789941952005
  • მე ქართული საქართველო მინდა : პატრიოტული ლირიკა : ლექსები ; პოემა "მღვრიე მდინარე" : (მიეძღვნა 9 აპრილის ტრაგედიას) ; შენახული ღიმილი : (ექსპრომტები) ; ჩანახატები (ავტორი). - თბილისი, სამართლიანი საქართველო, 2018. - 172გვ. - ISBN: 9789941955372
  • ხატის წინ ნათქვამი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2012. - 132გვ.. - ISBN: 9789941440618
  • საქართველოს იმედი ხარ : ლექსები სკოლამდ. და სკოლის ასაკის ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, ბაკმი, 2010. - 80გვ.. - ISBN: 9789941426025

გააზიარე: