The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ქავთარაძე

ნოდარ ქავთარაძე
დაბადების თარიღი:1922
გარდაცვ. თარიღი:1998  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნოსირი, სენაკის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

იყო აბასთუმნის რაიონული საავადმყოფოს ორდინატორი, თბილისის პირველი საავადმყოფოს ნერვული განყოფილების ექიმ-ორდინატორი, თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ფიზიოთერაპიული კათედრის ასისტენტი, მოგვიანებით – დოცენტი. მონაწილეობდა ნერვულ სნეულებათა კლინიკაში ელექტროდიაგნოსტიკისა და ფიზიოთერაპიის მეთოდების დანერგვაში. ნოდარ ქავთარაძემ 1955 წელს საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა ეპილეფსიის შესახებ. 1958 წელს იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მიიღეს. 1964 წელს საბჭოთა კავშირის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ ნოდარ ქავთარაძე ერთი წლით კამბოჯის სამეფოში, მეგობრობის ჰოსპიტალში, უფროს ექიმ-კონსულტანტად მიავლინა. 1966 წელს ნოდარ ქავთარაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის დოცენტი გახდა. 1972 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა, მიენიჭა პროფესორის წოდება. 1979-1997 წლებში ხელმძღანელობდა სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, სანიტარულ-ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტების ნერვულ სნეულებათა კათედრას. პირველი, რაც კათედრის გამგედ დანიშვნის შემდეგ გააკეთა, ის იყო, რომ კათედრის ნაწილი ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე გადაიტანა, რამაც დიდი როლი შეასრულა ბავშვთა ნევროლოგიის სწავლების ხარისხის ამაღლებაში. მუშაობდა ბავშვთა და მოზრდილთა ნევროლოგიაში. ნოდარ ქავთარაძე უდიდეს ინტერესს იჩენდა კვლევის უახლესი მეთოდების მიმართ. 80–იან წლებში მისი და პროფესორ ნოდარ ბოხუას ინიციატივით საქართველოში დაინერგა დოპლეროგრაფიის – თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების კვლევის მეთოდი, წარმატებით ჩატარდა საძილე არტერიების ენდარტერიექტომიები და შესრულდა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომები. მისი ავტორობით გამოიცა სამოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომი, ორი სახელმძღვანელო, სამი მონოგრაფია, მეთოდური რეკომენდაციები. მას ხშირად იწვევდნენ საკავშირო ყრილობებზე. აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაშიც – იყო საზოგადოება "ცოდნის" ლექტორი, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" სარედაქციო კომისიის წევრი, სამკურნალო ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მეთოდური კომისიის წევრი, ჯანმრთელობის კომისიასთან არსებული ნარკომანიასთან ბრძოლის მუდმივი კომისიის წევრი, სადისერტაციო საბჭოს და ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი. მიღებული აქვს კამბოჯის სახელმწიფო ორდენი - კამბოჯის მეფისა და ხალხის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის. პროფესორი.

წყარო: ჟურნა "ავერსი" N192: aversi.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: