The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლაშა გადილია

ლაშა გადილია
დაბადების თარიღი:27 სექტემბერი, 1983  (40 წლის)
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გემთწამყვანი ფაკულტეტი სპეციალობით - "გემთწამყვანობა საზღვაო გზებზე" 2005 წელს და დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიურ ხარისხთან ერთად ინჟინერ-გემთწამყვანის კვალიფიკაცია მიენიჭა.

ზღვაში შრომითი საქმიანობა 2008 წელს, ცნობილი გერმანული სანაოსნო კომპანია «COLUMBIA SHIPMANAGEMENT»-ის ტანკერ «ASTRA»-ს შტურმანად, კაპიტნის მესამე თანაშემწედ დაიწყო; 2010-2012 წლებში უკვე კაპიტნის მეორე თანაშემწის პოზიციაზე ცურავდა კვლავ გერმანული სანაოსნო კომპანია «SEARLAND SHIPMANAGEMENT»-ის გემებზე: «ELBTANK DENMARK»-სა და «AMY»-ზე, 2012 წელს კი ამავე კომპანიაში იგი კაპიტნის უფროსი თანაშემწე გახდა; 2012-2017 წლებში უფროს შტურმანად ცურავდა კომპანიების: «SEARLAND SHIPMANAGEMENT»-ისა და LOTUS «SHIPMANAGEMENT»-ის ტანკერებზე: «CALIOPE»-სა და «DILESI»-ზე; 2017 წელს ლ. გადილია შორეული ნაოსნობის კაპიტნად დაამტკიცეს; 2018 წლიდან მეთაურობს მსოფლიოს ცნობილი საზღვაო-სანაოსნო კომპანიების: «LOTUS SHIPMANAGEMENT»-ის, «MTM SHIPPING»-ისა და «EASTERN PACIFIC SHIPPING»-ის გემებს. მოქმედი შორეული ნაოსნობის კაპიტანი. 

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: