The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბესიკ პაპუნაიშვილი

ბესიკ პაპუნაიშვილი
დაბადების თარიღი:19 თებერვალი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1980 წელს.

1981-1986წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობლის სამინისტროს №1 სამშენებლო ტრესტის სისტემაში სამუშაოთა მწარმოებლად; 1986-1990წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის №4 სამშენებლო ტრესტ "საქაგრომრეწვმშენი"-ს №8 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1996-2000წწ. მუშაობდა სატრანსპორტო გადამზიდავ კომპანია "ტრანსტრეიდი"-ს დირექტორის მოადგილედ, ასევე არის მისი დამფუძნებელი; 2001-2006წწ. მუშაობდა შპს "ცენტრ-პოინტ ჯგუფში", ჯერ ტექზედამხედველად, შემდეგ სამშენებლო ობიექტის მენეჯერად; 2007-2010წწ. მუშაობდა სამშენებლო მასალების იმპორტიორ კომპანიაში "ქი-ჯეი-ბი" დირექტორის მოადგილედ. არის მისი თანადამფუძნებელი; 2010 წლიდან მუშაობს სამშენებლო კომპანია "ანაგის" ზონალური სამშენებლო წარმოების ხელმძღვანელად (მშენებლობის უფროსად); მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით, სამშენებლო კომპანია "ანაგში" მუშაობის პერიოდში, აშენდა ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორებიცაა: სავაჭრო ცენტრი თვალჭრელიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლები ვაჟა-ფშაველას გამზირზე და თამარაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კომპლექსი გ. კარტოზიას ქუჩაზე, სავაჭრო კომპლექსი "გალერეა თბილისი" რუსთაველის გამზირზე, ქ. თბილისში და სხვა; ასევე მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით საქართველოში აშენდა მრავალი სასოფლო-სამეურნეო სფეროს საწარმოო და ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტები; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 217-218


გააზიარე: