The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაურ პაპუაშვილი

ზაურ პაპუაშვილი
დაბადების თარიღი:1 თებერვალი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დ. დედოფლისწყარო.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1969 წელს; ქ. თბილისის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის ასპირანტურა.

1969-1973წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში", ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1874-1986წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიეპი") უფროს მეცნიერ მუშაკად; 1986-1998წწ. ამავე ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო შენობების სეისმური ზემოქმედებისაგან დამცავი ახალი სისტემების სექტორის ხელმძღვანელად; 1980-1986წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, შეთავსებით, სამშენებლო ფაკულტეტზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; კითხულობდა ლექციებს მშენებლობის ეკონომიკისა და მასალათა გამძლეობის პროგრამის შესაბამისად; 1998-2004წწ. იყო შპს "საქბინპროექტი"-ს განყოფილების გამგე; 2004-2011წწ. შპს "ივერკონტრაქტის" დირექტორი; 2011-2012წწ. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მუშაობდა ინჟინერ-კონსტრუქტორად; 2012 წლიდან ეწევა კერძო სამშენებლო საქმიანობას, სხვადასხვა კერძო სტატუსის მქონე საპროექტო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სახით ინჟინერ-კონსტრუქტორად და ექსპერტად; მისი მონაწილეობით დამუშავებულია მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობის პროექტი. მათ შორის: ქ. თბილისის საკონცერტო დარბაზის (კონსტრუქციული ნაწილი), საქართველოს თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის შენობის აღდგენა-რეკონსტრუქციის; აგრეთვე შესრულებული აქვს მრავალი სამრეწველო, სამოქალაქო და საკულტო ნაგებობების პროექტის კონსტრუქციული ნაწილის ექსპერტიზა, მათ შორის ბაგრატის ტაძრის ქ. ქუთაისში; გამოქვეყნებული აქვს 34-მდე სამეცნიერო ნაშრომი; ავტორია 10 დაპატენტებული გამოგონების; მონაწილეობა აქვს მიღებული საკავშირო და საერთაშორისო კონფერენციებში, მათ შორის 1977 წელს ქ. ტოკიოში (იაპონია) გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 216-217


გააზიარე: