The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ინდირა ძაგანია

ინდირა ძაგანია
დაბადების თარიღი:25 მაისი, 1966  (58 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა გორკის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის კვალიფიკაციით 1988 წელს.

1988-1993წწ. - სოხუმის მე-11 საშუალო სკოლა, რუსული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი; 1999-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, დოცენტი; 2006 წლიდან - ამავე უნივერსიტეტის პროფესორი; 2006 წლიდან - საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი "კულტურათაშორისი კომუნიკაციები", მთავარი რედაქტორი; 2010-2012წწ. - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კულტურათაშორისი კომუნიკაციების სამსახურის უფროსი; 2012 წლიდან - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი. 2014 წლიდან - სამეცნიერო ჟურნალ "HETERO Glossia" (პოლონეთი) რედკოლეგიის წევრი; 2011 წლიდან - კავკასიის უნივერსიტეტების გაერთიანებული საბჭოს წევრი; ამავე წლიდან - მშვიდობის ელჩი. 50-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცის მონაწილე. 4 მონოგრაფიისა და 70-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაცია ანა ახმატოვას პოეზიის მაგალითზე", დაიცვა 1998 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "პოეტური მეტყველების ლინგვისტიკა და ფუნქციონალური სტილები", დაიცვა 2005 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.506; ვებ-გვერდი: dzagania.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ასოციაცია "კულტურათაშორისი ურთიერთობების საზოგადოება“, თავმჯდომარე (2006-)
  • საქართველოს მულტილინგვისტური ასოციაცია, წევრი (2010-)
  • საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2011-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2016 - ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპატიო ჯილდო
    ქართულ-ლატვიური ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის
  • 2016 - ბიდგოშჩის (პოლონეთი) ეკონომიკის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო - წმინდა იადვიგას მედალი
    უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების ცხოვრების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
  • 2011 - საპატიო ჯილდო
    საქართველოსა და თურქეთს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: