The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯემალ კვანტალიანი

ჯემალ კვანტალიანი
Date of birth:28 March, 1938  (86 years)
Category:Scientist, Sports Coach, Painter, Educator, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1965 წელს.

ინსტიტუტში სწავლის პარალელურად მუშაობდა თბილისის სპორტის სასახლის მშენებლობაზე, ჯერ მუშად, შემდეგ მშენებელ ოსტატად; 1965 წელს დაიწყო მუშაობა ქ. თბილისის საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" მე-4 სახელოსნოში ინჟინრად; 1967-1990წწ. იყო ქ. თბილისის სპორტკომიტეტის სპორტულ ნაგებობათა სამმართველოს მთავარი ინჟინერი; აწარმოებდა თბილისის სპორტულ ნაგებობათა აღდგენა-რეკონსტრუქციისა და ახალი ნაგებობების მშენებლობის სამუშაოებს; 1990-2004წწ. მუშაობდა ქ. თბილისის კონტროლის პალატაში, იყო საქართველოს კონტროლის პალატის მთავარი სპეციალისტი მშენებლობის დარგში; პარალელურად, შეთავსებით, კითხულობდა ლექციებს ქართულ და რუსულ ენებზე ფიზკულტურის ტექნიკუმში და მწვრთნელთა სკოლაში, სპორტული ნაგებობების სპეციფიკისა და დაგეგმარება-მშენებლობის საკითხებზე; არის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჟის ლექტორი; კითხულობს ლექციებს სპორტულ ნაგებობებზე და კრივის თეორიაში; იყო ტანმოვარჯიშე და მოკრივე; არის მრავალი წიგნის ავტორი: კრივის სახელმძღვანელოს "მოკრივეს საერთო ფიზიკური და სპეციალური მომზადება", "მსოფლიოს უძველესი სპორტული ნაგებობები", "ტანვარჯიშის სათავეებთან" სადაც აღწერილია სპორტის ამ სახეობის წარმოშობისა და განვითარების საუკუნოვანი ისტორია, მონოგრაფია ცნობილ ქართველ ტანმოვარჯიშე რევაზ შარაბიძეზე; აგრძელებს მუშაობას ქართული ტანვარჯიშის ისტორიაზე; არის თვითნასწავლი მხატვარი; მოწყობილი აქვს პერსონალური გამოფენები, როგორც თბილისში და ქუთაისში, ისე სხვა რაიონულ ცენტრებში; არის შესანიშნავი კარიკატურებისა და მეგობრული შარჟების ავტორი; 1964 წლის თბილისის "დინამოს" სსრკ ჩემპიონობა დაამშვენა მისმა მეგობრულმა კარიკატურებმა; არის სპორტის ოსტატი ტანვარჯიშში, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, კრივისა და ტანვარჯიშის მწვრთნელი; ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასის წევრი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 149-150

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • სპორტის ოსტატი, ტანვარჯიში
  • საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: