შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ბატონიშვილი![]()
ბიოგრაფიაგიორგი XIII-ის შვილი, ცხოვრობდა, სწავლობდა და მოღვაწეობდა რუსეთში. 1812 წელს სხვა ქართველ ბატონიშველებთან ერთად, საკუთარი სურვილით იბრძოდა საფრანგეთის წინააღმდეგ, სადაც დაიჭრა კიდეც. წერდა ლექსებს და თარგმნიდა სამკურნალო შინაარსის ლიტერატურას. თარგმნა "კარაბადინი ფრინველთა", "ფეიერვერკი ანუ ცეცხლის მფრქვეველი შუშხუნა", "ცხენის ექიმობა" (სპარსულიდან). წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.165
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |