The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინელი ვარდიაშვილი

ნინელი ვარდიაშვილი
დაბადების თარიღი:27 ნოემბერი, 1933  (90 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ხიდებისა და გვირაბების ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1957 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქ. ისეცკის (სვერდლოვსკის ოლქი) რკინაბეტონის კონსტრუქციების ქარხანაში - ინჟინრად; საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1959 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენში", ჯერ საპროექტო განყოფილების ინჟინერ-კონსტრუქტორად, შემდეგ უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად; 1964-1998წწ. მუშაობდა ზონალურ სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიეპი") ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარ კონსტრუქტორად; 1974 წლიდან ინდუსტრიული სამშენებლო კონსტრუქციების განყოფილების მთავარი კონსტრუქტორი იყო; მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მშენებლობის სფეროში სეისმომედეგი, უნიფიცირებული, კარკასულ-პანელოვანი, ანაკრები რკინაბეტონის კონსტრუქციების დამუშავებაში და მათი მშენებლობაში დანერგვის საქმეში; ავტორთა ჯგუფთან ერთად დაამუშავა "იის-04" და "1,020.1 - 2C" სერიის უნიფიცირებული, ანაკრები რკინაბეტონის სეისმომედეგი კონსტრუქციები მაღლივი (16 და 18 სართულიანი), კარკასულ-პანელოვანი საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებისათვის; ასევე "1.120.1 - 2C" სერიის კარკასულ-პანელოვანი კონსტრუქციები, მშენებლობის პირობებში არმატურის დაჭიმვის გამოყენებით; წლების განმავლობაში ამ კონსტრუქციების გამოყენებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, 7, 8 და 9 ბალიან სეისმურ ზონებში აშენდა ათასობით მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები - ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში, ქ. სოჭში, სტავროპოლის მხარეში, კემეროვოს, ორენბურგისა და მურმანსკის ოლქებში, ქ. ნევინომინსკში და სხვაგან; ავტორთა ჯგუფთან ერთად ამუშავებდა საკავშირო და რეგიონალურ კატალოგებს, კონსულტაციას უწევდა და თანამშრომლობდა 400-მდე საპროექტო ორგანიზაციასთან, 130-მდე სამშენებლო ტრესტთან  და 80-მდე რკინაბეტონის ნაკეთობების ქარხანასთან; მონაწილეობდა სემინარებსა და კონფერენციებში, მონათესავე კიევის ზონალური ინსტიტუტის (კიევზნიეპის) და ქ. ბელგრადის "სერბეთის სამშენებლო მასალების ინსტიტუტის" სპეციალისტებთან; მონაწილეობდა ქ. სპიტაკში (სომხეთი) მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობების ექსპერტიზაში, ასევე სამაჩაბლოში, მიწისძვრით დაზარალებული რაიონების შენობა-ნაგებობების გაძლიერება-აღდგენის პროექტების დამუშავებაში; "იის-04" სერიის სეისმომედეგი, უნიფიცირებული, ანაკრები რკინაბეტონის, კარკასულ-პანელოვანი კონსტრუქციების, მაღლივი (16 და 18 სართულიანი) საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისათვის, დამუშავებისა და ათვისება-დანერგვაში შეტანილი წვლილისათვის 1980 წელს მიენიჭა საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 120-121


გააზიარე: