The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნესტორ ერქომაიშვილი

ნესტორ ერქომაიშვილი
დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1862  (161 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წითელმთა, ოზურგეთის რაიონი, შემოქმედის თემი.

1903 წლიდან იყო რსდმპ გურიის ორგანიზაციის და რევოლუციური მოძრაობის აქტიური წევრი, შემოქმედის თემის სამხედრო წარმომადგენელი და წითელი რაზმის მეთაური; 1905-1909 წლებში ბათუმის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციის მხრიდან გლეხთა და მებრძოლთა შორის ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას და ეწეოდა აგიტაციას. ნესტორ ერქომაიშვილმა სხვა თანამებრძოლებთან ერთად განაიარაღა ოზურგეთის პოლიციის სამაზრო სამმართველოს 30-მდე სტრაჟნიკი, ბათუმში 7 "გოროდოვოის" იარაღი აჰყარა. 1905 წელს მონაწილეობდა ნასაკირალში კაზაკებთან შეტაკებაში და გენერალ ალიხანოვ-ავარსკის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ოზურგეთში. გენერალი ალიხანოვ-ავარსკი ნესტორ ერქომაიშვილს და მის ოჯახს სდევნიდა და აწიოკებდა, ამიტომ იგი 1906 წლის 17 მარტს თვითონ ჩაბარდა, გაასამართლეს და ქუთაისის ციხეში ჩასვეს; 1908 წელს გაასამართლეს მეორედ, იჯდა ოდესის ციხეშიც. 1914-1917 წლებში გადასახლებული იყო ციმბირში, ენისეისკის გუბერნიის სოფელ ტარეევოში. რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, იყო პოლიტკატორღელთა საზოგადოების წევრი (№1661). "გურიის რესპუბლიკის" ერთ-ერთი მომხრე.

 წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.100


გააზიარე: