The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ ფავლენიშვილი

დაბადების თარიღი:26 დეკემბერი, 1854
გარდაცვ. თარიღი:22 იანვარი, 1918  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

 დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის იუნკერთა ქვეითი სკოლა 1878 წელს.

1869 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში; 1877-1878წწ. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში პრაპორშჩიკის ჩინით; 1904 წლიდან იყო პოდპოლკოვნიკი; 1905-1911წწ. მსახურობდა კავკასიის მსროლელთა მე-5 პოლკში, შემდეგ შემახის 265-ე ქვეით პოლკში; 1914-1918წწ. I მსოფლიო ომის დროს იბრძოდა კავკასიის ფრონტზე კავკასიის მე-9 ქვეითი პოლკის შემადგენლობაში; თავი გამოიჩინა ოგნოტის ოპერაციის დროს, სოფ. გულდართან 1916 წლის 11-12 აგვისტოს ბრძოლებში, რისთვისაც დაჯილდოვდა გიორგის ოქროს იარაღით "მამაცობისათვის". ამავე ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა. თავადი, ქართველი სამხედრო პირი, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1916).

წყარო: 1914-1918 წლის ომის გმირების ხსოვნა: gwar.mil.ru

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილება, წევრი (1915-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას ორდენი

გააზიარე: