შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადისლავ რაჩკევიჩი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაიბადა ქუთაისში ე.წ. "პოლონელების უბანში", მოსამართლის ოჯახში. დაახლოებით 1900 წელს ვლადისლავ რაჩკევიჩის ოჯახი საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდა. სწავლობდა ტარტუს უნივერსიტეტში (1911) და სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც იგი პოლონურ ნაციონალურ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გაწევრიანდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობდა მინსკში იურისტად. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას რუსეთიდან ავსტრია-უნგრეთში გაიქცა, სადაც პოლონურ ნაციონალისტურ მოძრაობაში გაერთიანდა. მონაწილეობდა რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში, იყო პოლონური ლეგიონის შემადგენლობაში. 1917 წელს დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. 1918 წელს გაათავისუფლეს და იუზეფ პილსუდსკიმ დამოუკიდებელი პოლონეთის შესაქმნელად მოიხმო. 1921-1930 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, 1930 წელს სენატორად აირჩიეს, ხოლო 1930 წლის 9 დეკემბერს მარშალი (სენატის თავმჯდომარე) გახდა. პოლონეთის დამარცხების შემდეგ, 1939 წლის სექტემბერში პარიზში გაიქცა, სადაც პოლონეთის პრეზიდენტად აირჩიეს (1939 წლის 30 სექტემბერი - 1947 წლის 5 ივნისი). ვლადისლავ რაჩკევიჩი იყო პირველი მსოფლიო და პოლონეთ-საბჭოეთის ომების მონაწილე, შინაგან საქმეთა მინისტრი ოთხი მთავრობის დროს (1921, 1925-1926 და 1935-1936), სენატორი და სეიმის მარშალი (1930-1935), გარდაიცვალა დევნილობაში დიდ ბრიტანეთში. 2020 წლის იანვარში ქუთაისში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერს პოლონეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელი მიენიჭა. წყარო: ქართულენოვანი ახალი ამბების ვებ-გვერდი: newpress.ge; უცნობი ქუთაისი: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |