The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემიკო ჭიჭინაძე

თემიკო ჭიჭინაძე
ოფიციალური სახელი:თეიმურაზ ჭიჭინაძე
დაბადების თარიღი:2 ივლისი, 1966  (58 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1986 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი; რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლებიფრიც ბაუმგარტენი (დ. კლდიაშვილი "სამანიშვილის დედინაცვალი", რეჟისორი – გ. ჟორდანია), დიმა (ბ. ვასილევი "ამაღამ მგონი იქნება ქარი" რეჟისორი – გ. ჟორდანია), კარის დიდებული (გ. ბიუხნერი "ლეონსი და ლენა", რეჟისორი – ნ. კვასხვაძე), ოსრიკი, ლაერტი (შექსპირი "ჰამლეტი", რეჟისორი – გ. ჟორდანია), პირველი სული ("საშობაო სიზმარი", ჩარლზ დიკენსის მოთხრობის მიხედვით, რეჟისორები – რ. სტურუა, ლ. წულაძე, ო. ეგაძე), ძმისწული, მღვდელი (ბ. ბრეხტი "სეჩუანელი კეთილი ადამიანი", რეჟისორი – რ. სტურუა), მელკომი (შექსპირი "მაკბეტი", რეჟისორი – რ. სტურუა), თავჩაქინდრული (ხ. ლევინი "პირდაღებული", რეჟისორი – დ. საყვარელიძე), გიო (ლ. თაბუკაშვილი "მერე რა, რომ სველია სველი იასამანი", რეჟისორები – რ. სტურუა, დ. ხინიკაძე), თოგრული (კ. გოცი "ქალი-გველი"  რეჟისორები – რ. სტურუა, დ. საყვარელიძე), ვასო (თ. ჭილაძე "ნახვის დღე" რეჟისორები – რ. სტურუა, გ. თავაძე), ჰორაციო, მსახიობი (შექსპირი "ჰამლეტი" რეჟისორი – რ. სტურუა), კაპიტანი (შექსპირი "შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ", რეჟისორი – რ. სტურუა), მეოთხე მსაჯული (რ. როუზი, "თორმეტი განრისხებული მამაკაცი", დამდგმელი რეჟისორი – რ. სტურუა, რეჟისორი – რ. ჩხაიძე), თემიკო კამკამაძე (ლ. ბუღაძე "სულიერი არსებები", რეჟისორი – დ. საყვარელიძე), ფრანჩე (ოპერისა და ბალეტის თეატრისა და  რუსთაველის თეატრის ერთობლივი პროექტი, მოცარტი "მითრიდატე", რეჟისორი – დ. საყვარელიძე), ბილ საიქსი (ლ. ბარტი "ოლივერ!", ჩ. დიკენსის "ოლივერ ტვისტის" მიხედვით, რეჟისორი – დ. საყვარელიძე). მონაწილეა სპექტაკლებისა: "რიჩარდ III", "მეფე ლირი", "ლამარა", "იაკობის სახარება", "სტიქსი", "ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს?!", "მალე მოვალ წვიმად". ფილმოგრაფია: "კვირა დღე" (რეჟ. გიორგი (გია) რევიშვილი, 1989); "სახლი" (რეჟ. დიმიტრი (დიტო) ცინცაძე, 1991); "ზღვარზე" (რეჟ. დიმიტრი (დიტო) ცინცაძე, 1993); "სამოთხე ჩვენი ქალაქის ქუჩებში" (რეჟ. გიორგი გაჩეჩილაძე, 2000); "ვარიაცია ოტელოს თემაზე" (რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი, 2003); "მშრალი ხიდის სიზმრები" (რეჟ. ნანა ჯანელიძე, 2003); "პროლოგი გრძელი პიესისათვის" (რეჟ. ქეთევან გუჯაბიძე, 2003); "სკამი" (რეჟ. ლევან ბზვანელი, 2004); "კაცი საელჩოდან" (რეჟ. დიმიტრი (დიტო) ცინცაძე, 2006); "ჭამა და სექსი" (რეჟ. გიორგი ლიფონავა, 2011); "გრძელი ნათელი დღეები" (ნათიას მამა, რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი, 2013). თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი: rustavelitheatre.ge; ეროვნული ფილმოგრაფიის არქივი: web.archive.org


გააზიარე: