The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი შარვაშიძე

სხვა სახელი:საფარ ალი-ბეი
დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:1821
დაკრძალვის ადგილი:ლიხნის ტაძარი, გუდაუთის რაიონი, აფხაზეთი
კატეგორია:დიდგვაროვანი, ისტორიული პირი

ბიოგრაფია

აფხაზეთის მთავარი 1810-1821 წლებში. ქეილაშ აჰმედ-ბეგის შვილი, მისი ძმის, ასლან-ბეის მიერ მამის მკვლელობისა და ტახტის მიტაცების დროს სამეგრელოს მთავართან იმყოფებოდა, რომლის დახმარებითაც ცდილობდა ტახტის დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ. 1809 წელს თხოვნით მიმართა რუსეთის ხელისუფლებას, რათა აფხაზეთი რუსეთის მფარველობაში მიეღოთ და მთავრად ის დაემტკიცებინათ. რუსეთ-ოსმალეთის ომის განახლების შემდეგ, 1810 წლის 17 თებერვალს, იმპერატორმა ალექსანდრე I-მა რუსეთის უმაღლესი ძალაუფლების აღიარებით და შინაგანი ავტონომიის ცნობით, გიორგი II შარვაშიძე - საფარ-ბეგი აფხაზეთის მთავრად დაამტკიცა. 1810 წლის ივნისში რუსეთის საზღვაო დესანტმა ხელში ჩაიგდო სოხუმის ციხე და იქედან ოსმალებთან ერთად ასლან ბეიც განდევნა. მიხეილ და დიმიტრი შარვაშიძეების მამა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10.- თბ., 1986.-გვ.689


გააზიარე: