The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე კვაჭაძე

ივანე კვაჭაძე
დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1898
გარდაცვ. თარიღი:1963  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:თეოლოგი, მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ორაგვე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1918 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სწავლა შეწყვიტა და სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონში ჩაირიცხა. მონაწილეობდა იმ დროის ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში. შავიზღვისპირეთის ფრონტზე ბოლშევიკებს ტყვედ ჩაუვარდა და დახვრეტა მიუსაჯეს, მან გაქცევა მოახერხა და კვლავ სამხედრო სამსახურს დაუბრუნდა. 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, მუ­შა­ობ­და მას­წავ­ლებ­ლად ლანჩხუთის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში; 1924 წლი­დან ბათუმში ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და მთა­ვარი პო­ლიტ­გა­ნათლების სას­კო­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბას. 1925 წელს, სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად, სტამბოლის გავ­ლით არა­ლე­გა­ლუ­რად გა­ემ­გ­ზავ­რა საფ­რან­გეთ­ში. სწავლობდა ჯერ სორბონის უნივერსიტეტში, შემდეგ პარიზის კათოლიკურ უნივერსიტეტში. იქვე, 1933 წელს, მიენიჭა დოქტორის ხარისხი ფილოსოფიურ თეოლოგიაში. 1935 წელს საქართველოში დაბრუნდა და ფრანგული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად დაიწყო მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გარკვეული პერიოდი განიცდიდა დევნას. 1950-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე. სხვადასხვა წლებ­ში მუშაობდა ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პე­და­გო­გი­კის ინ­ს­ტი­ტუტ­ში,  ა. ს. პუშ­კი­ნის სა­ხე­ლო­ბის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. და­ა­მუ­შა­ვა ფრან­გუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კის სა­ფუძ­ვ­ლე­ბი. არის სამეცნიერო ნაშრომების და სახელმძღვანელოების ავტორი. ქართულად თარგმნა ჟან-ჟაკ რუსოს "ე­მი­ლი ანუ აღ­ზ­რ­დის შე­სა­ხებ", იან კომენსკის "დი­დი დი­დაქ­ტი­კა" (დ. ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძეს­თან ერ­თად), კონსტანტინე უშინსკის რჩე­უ­ლი პე­და­გო­გი­უ­რი თხზუ­ლე­ბები. პროფესორი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი (1962).

წყარო: kvirispalitra.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: