The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი სეხნიაშვილი

გიორგი სეხნიაშვილი
Date of birth:22 August, 1907
Date of death:22 December, 1988  (at 81 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯელალ-ოღლი, თბილისის გუბერნია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ბაზაზე ჩამოყალიბებული საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1929 წელს.

1930 წლიდან მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის რკინიგზის ელექტროფიკაციის სამმართველოში, სადაც პროფესორ ი. ყირქესალის ხელმძღვანელობით ტარდებოდა სამუშაოები საქართველოში პირველი სარკინიგზო მაგისტრალური ხაზის ელექტრულ წევაზე გადასაყვანად; 1932-1933წწ. შეთავსებით მუშაობდა რკინიგზების სამინისტროს ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჯგუფის ხელმძღვანელად; 1937 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის რკინიგზის ელექტრიფიკაციის სამსახურის საპროექტო ბიუროს უფროსად; 1930 წლიდან საინჟინრო საქმიანობასთან ერთად დაიწყო სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომექანიკურ ფაკულტეტზე, კითხულობდა ელექტრული მანქანების კურსს; 1950 წელს სამუშაოდ გადავიდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში და 1952-1959წწ. იყო ელექტრული ტრანსპორტის ფაკულტეტის დეკანი; 1957 წლიდან - ელექტროტექნიკის კათედრის გამგე; 1959 წლიდან აგრძელებს მუშაობას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1963 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის დეკანი; 1965 წლიდან - ელექტრული მანქანებისა და აპარატების კათედრის გამგე. ნაყოფიერდ ეწეოდა საპროექტო-საძიებო, სამშენებლო-სამონტაჟო და საექსპლუატაციო სამუშაოებს, რომლებიც დაკავშირებული იყო სურამის გადასასვლელის ელექტროფიკაციასთან, ხოლო შემდეგ კი მაგისტრალური რკინიგზის მრავალი სხვა უბნის ელექტროფიკაციასთან; აქტიურად მონწილეობდა საქართველოში პირველი 110 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის ზაჰესი-რიონჰესის დაპროექტებაში, მშენებლობასა და მონტაჟში, ასევე, მრავალი წევის ქვესადგურის დაპროექტებაში. გამოქვეყნებული აქვს 41 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ძირითადად ეხება რკინიგზის ელექტროფიკაციას, ელექტროენერგეტიკას, წევის ელექტრულ ძრავებს, ელექტროგადამცემი ხაზების რეჟიმებს და ა.შ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1968).

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.128-129

Awards and Honors

  • საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Bibliography


Share: