The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ედუარდ უგულავა

ედუარდ უგულავა
დაბადების თარიღი:19 სექტემბერი, 1973  (50 წლის)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გორდი, ხონის რაიონი.

დაამთავრა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი ლიტერატორის სპეციალობით 1999 წელს; მასმედიისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების ინსტიტუტის მაგისტრატურა 2004 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, ასევე - რედაქტორად: გამომცემლობა "ეროვნული მწერლობა", "მერანი"; 2015-2018წწ.  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის "ღვინის თეატრის" დირექტორად; 2020  წლიდან  არის  რუსთავის  გიგა  ლორთქიფანიძის  სახელობის  დრამატული  თეატრის  ლიტერატურული ნაწილის ხელმძღვანელი; ავტორია ხუთი პოეტური კრებულისა: "გულში შენ ხარ!", "ეს შენა ხარ-მომავალი ჩვენი!", "თუ გეყვარება...", "ვერცხლის ტყვიები", "შენ  რომ  არა...". 2016 წელს გახდა წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ "ივერიის" სახელობის პროზა-პოეზიის პრემიის ლაურეატი.

წყარო: საბავშვო ავტორები: kids.geქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.300

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - შიო მღვიმელის სახელობის პრემია
  • 2018 - პრემია "საგურამო"
  • 2015 - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია

  • ლიტერატურული კრებული "გარა" : ლიტ. ფესტივალი, 2014 (ავტორი). - თბილისი, უსტარი, 2014. - 160გვ.. - ISBN: 978-9941-9373-8-5
  • წმინდა ნინოს ჯვარი : კრ. 4 : ქრისტიანული პოეზიის IV ფესტივალი (ავტორი). - თბილისი, შპს "ფავორიტი სტილი", 2014. - 100გვ.. - ISBN: 978-9941-9333-4-9
  • თუ გეყვარება... : ლექსები (ავტორი). - თბილისი, 2013. - 200გვ.. - ISBN: 978-9941-9316-8-0
  • საცნობლად თავისადაო : ეძღვნება მასწავლებელთა პროფკავშირის 105 წლის იუბილეს (ავტორი) // ალმანახი : პოეზია. მინიატურა. თარგმანი. მხატვრობა. - თბილისი, შპს "სეზანი", 2010. - 88გვ.. - ISBN: 978-9941-0-2438-2
  • არაგველები კრწანისში : მოთხრობა (რედაქტორი). - თბილისი, ეროვნული მწერლობის" გამ-ბა, 2010. - 80გვ.
  • მზე შინა : ქართული საბავშვო პოეზია (ავტორი). - თბილისი, შპს "ფავორიტი-პრინტი"), 2010. - 168გვ.. - ISBN: 978-9941-02351-4

გააზიარე: