The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაიოზ კახელი

ოფიციალური სახელი:იოსებ ჩალათაშვილი
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:სახალხო გმირი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

გაიოზ კახელის ფსევდონიმით მოასპარაზე მოჭიდავე იოსებ ჩალათაშვილის მამა, კარდანახელი გლეხი ივანე ჩალათაშვილი პოემაში "კაკო ყაჩაღი" - კაკო ბღაჭიაშვილი, ილია ჭავჭავაძემ მთავარ გმირად გამოიყვანა. გაიოზ კახელი და კულა გლდანელი საჭიდაო სარბიელზე ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ. ამბობენ, რომ ერთი სანახაობის (ჭიდაობის) შემოსავალი კულა გლდანელს გაიოზ კახელისთვის დაუთმია ბატონისაგან წართმეული მამისეული კარ-მიდამოს გამოსასყიდად.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.481


გააზიარე: