The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჯანელიძე

გიორგი ჯანელიძე
დაბადების თარიღი:1916
გარდაცვ. თარიღი:1964  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:მექანიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა ლენინგრადის ფიზიკა-მექანიკური ინსტიტუტი (შემდგომში ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი) თეორიული ფიზიკის სპეციალობით 1937 წელს. ამ ინსტიტუტთან იყო დაკავშირებული მთელი მისი შემდგომი მოღვაწეობა. 1939 წლიდან იყო თეორიული მექანიკის, 1947 წლიდან - მანქანათა დინამიკისა და სიმტკიცის კათედრის გამგე; 1952 წლიდან - უმაღლესი მათემატიკისა და თეორიული მექანიკის კათედრის გამგე; 1956 წლიდან - ფიზიკა-მექანიკური ფაკულტეტის დეკანი. იგი იკვლევდა ღეროთა თეორიას: სენ-ვენანის ამოცანას ბუნებრივად დაგრეხილი ღეროებისა და ოდნავ კონუსური ღეროებისათვის, ალმანზის ამოცანას; დაამყარა კავშირი თხელკედლიან ღეროების თეორიასა და კირხოფ-კლებშის წვრილი ღეროების თეორიას შორის. განსაზღვრა სიხისტის ცენტრის კოორდინატები გრეხის დროს ძაბვის სხვადასხვა ფუნქციისათვის; დრეკადობის მათემატიკურ თეორიაში შექმნა ერთგვაროვანი ამოხსნების მეთოდი; შეისწავლა დრეკადი სისტემების დინამიკური მდგრადობა, აგრეთვე ვიბრაციული მანქანები; განიხილა სენ-ვენანის პრინციპი და მისი გამოყენება ფილებისა და გარსების თეორიაში. მექანიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1951).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.311-312

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: