The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როლანდ რიჩკოვი

როლანდ რიჩკოვი
დაბადების თარიღი:16 აგვისტო, 1940
გარდაცვ. თარიღი:ოქტომბერი, 2019  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ბათუმი
კატეგორია:მეზღვაური, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხრიალეთი, მახარაძის რაიონი (ახ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი).

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთმექანიკური განყოფილება 1964 წელს; ოდესის საზღვაო ტრანსპორტის ინსტიტუტი ინჟინერ-გემთმექანიკოსის სპეციალობით 1975 წელს.

სოფელ შრომის საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე 1958 წელს იგი ბათუმში ჩავიდა და საქმიანობა სანავსადგურო ფლოტის გემ «ბორის ძნელაძის» მატროსად დაიწყო; სასწავლებელის დამთავრების შემდეგ გემთმექანიკოს-უნივერსალის კვალიფიკაციით განაწილებით ჯერ შავი ზღვის, შემდეგ კი ნოვოროსიისკის საზღვაო სანაოსნოებში მოხვდა სამუშაოდ; 1964-1970 წწ. მეოთხე, მესამე და მეორე რანგის მექანიკოსად ცურავდა «Ужгород»-ზე, «Ростов»-სა და  «Чкалов»-ზე, 1970 წელს კი როლანდ რიჩკოვი ბათუმში დაბრუნდა და საქართველოს საზღვაო სანაოსნოს  შორეული ნაოსნობის გემების: «Николоз Бараташвили»-ს, «Керчь»-ისა და ბალკერ «Нико Николадзе»-ს მეორე მექანიკოსად განაგრძო ზღვაში საქმიანობა; 1973 წელს მცირე ხნით ნაპირზე, სანაოსნოს თბოგანყოფილების ინჟინრადაც მუშაობდა, პარალელურად სწავლობდა ოდესის საზღვაო ტრანსპორტის ინსტიტუტში; 1976 წელს  როლანდ რიჩკოვი ტანკერ «Кутаиси»-ს უფროს მექანიკოსად დაინიშნა; 1979 წლიდან იგი კვლავ ნაპირზე საქმიანობს და საქართველოს საზღვაო სანაოსნოში არაერთ საპასუხისმგებლო მოვალეობას ასრულებს; 1983 წლამდე იგი თბოტექნიკის საგამოცდო პარტიის, სანაოსნოს ტექნიკური სამსახურის (1984-1988) და დიაგნოსტიკის ლაბორატორიის (1990-1997) უფროსი, 1998-2003 წწ. როლანდ რიჩკოვი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს სუპერინტენდანტია; 2003-2010 წწ. საჯარო სამსახურშია და  განათლების და მეცნიერების მიმართულებით საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მრჩეველის მოვალეობებს ასრულებს; ზღვაში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი გემების ტექნიკური ექსპლუატაციის შესახებ მომზადებული არაერთი სამეცნიერო-ტექნიკური შრომის, საზღვაო ტექნიკური ტერმინოლოგიისა და სამენოვანი საზღვაო ლექსიკონის ავტორია; 2010 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში. პროფესორი, ამ უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის  გემთმექანიკის კათედრის გამგე, შორეული ნაოსნობის გემების უფროსი მექანიკოსი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 2003 - საზღვაო ფლოტის საპატიო მუშაკი
  • 1989 - შრომის ვეტერანის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: