The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაკარ ნიკოლაიშვილი

მაკარ ნიკოლაიშვილი
დაბადების თარიღი:23 ივნისი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, მახარაძის რაიონი (ახ. ოზურგეთის რაიონი).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით სამდინარო ნაგებობათა და ჰიდროელსადგურების ჰიდროტექნიკური მშენებლობა 1969 წელს.

1969-1971წწ. შუა ურალის მშენებლობის მთავარი სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი; 1971-1973წწ. მშენებლობის სამინისტროს მე-17 ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი; 1973-1975წწ. თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის კომკავშირის კომიტეტის მდივანი; თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის დირექტორის მოადგილე (1975); 1975-1977წწ. მშენებლობის სამინისტროს N10 ტრესტის პარტიული კომიტეტის მდივანი; 1977-1981წწ. საქართველოს კპ მახარაძის რაიკომის მდივანი; 1981-1986წწ. საქართველოს კპ მახარაძის რაიკომის მეორე მდივანი; 1986 წელს საქართველოს საგეგმო კომიტეტის საქმეთა მმართველის მოადგილე; 1986-1989წწ. საქაგრომრეწვის კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს წამყვანი ინჟინერი; 1989-1991წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მშენებლობის განყოფილების უფროსი; 1991-1992წწ. სახელმწიფო კონცერნი საქავეჯმრეწვის უფროსის მოადგილე; 1992-2001წწ. შპს ფირმა "ტაოს" დირექტორი; 2001-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 276

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2001-2002)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

გააზიარე: