შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ სილაგაძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1956 წლიდან ეროვნული მოძრაობის წევრი. პირველ სკოლაში, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას კლასელი, ამ კლასის დაშლამდე. 1956-1987 წლებში რამდენჯერმე იყო დაკავებული ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თანადგომისთვის. წლების მანძილზე ეკავა მნიშვნელოვანი თანმდებოები ეკონომიკის დარგში, 1975-1990 წლებში, თანმიმდევრულად იყო: თბილისის ქაღალდის ფაბრიკის დირექტორის მოადგილე, თბილისის პურპროდუქტების საწარმოს დირექტორის მოადგილე, საქართველოს ყრუ-მუნჯთა საზოგადოების დირექტორის მოადგილე, თბილისის ხილბოსტანვაჭრობის დირექტორის მოადგილე, საქართველოს ცეკავშირის დირექტორის მოადგილე. მისი დირექტორობა, გასაგები მიზეზების გამო, კომუნისტების დროს არ შეიძლებოდა. 1988 წლიდან, ზვიადის და მერაბის თხოვნით ლეგალურად დაიწყო აქტიურობა; 1990 წელს ჯერ აირჩიეს მთაწმინდის რაიონის საკრებულოში რიგით წევრად, შემდეგ იმავე საკრებულოს თავმჯდომარედ, 1991 წლის 31 მარტს არჩეულ იქნა თბილისის პირველი საკრებულოს პირველ თავმჯდომარედ; 1992 წელს შევრდნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ აკრძალული ჰქონდა მუშაობა მას და მის წრეს; 1993 წელს, ზუგდიდში, მოუწყვეს ავტო ავარია, რის შედეგადაც მოტყდა ლავიწის ძვალი. სავადმყოფოში, სისხლის გადასხმისას, მოხდა მისი დასნევნოვნება ცე ჰეპატიტით (რაც გახდა, საბოლოოდ გარდაცვალების მიზეზი 2002 წელს). 1992 -2002 წლებში ატქიურად მონაწილეობდა ეროვნული ხელისუფების აღდგენის და პუტჩის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო პროცესებში და აქციებში. თბილისის პირველი საკრებულოს პირველი თავმჯდომარე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |