The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ქავთარაძე

რევაზ ქავთარაძე
დაბადების თარიღი:30 ოქტომბერი, 1951  (72 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ივანწმინდა, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1973 წელს; 1978 წელს ასპირანტურა მოსკოვის ბაუმანის სახელობის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო (1978) და სადოქტორო (1991) დისერტაციები.

1973-1975წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (მეცნიერ-თანამშრომელი); 1978-1981წწ. ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (დოცენტი); მოღვაწეობს მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ უნივერსიტეტებში და სამეცნიერო კვლევით ცენტრებში: მოსკოვის ბაუმანის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტი და ლაბორატორიის გამგე (1981 წლიდან), ამავე უნივერსიტეტის პროფესორი (1992 წლიდან), პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (Beijinng Institute of Technology) მიწვეული პროფესორი (2018 წლიდან), რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (2017 წლიდან); საერთაშორისო მნიშვნელობის წვლილი შეიტანა მეცნიერების, კერძოდ თბოენერგეტიკისა და მანქანათმშენებლობის ისეთი დარგის განვითარებაში როგორიცაა ძრავთმშენებლობა; მისი სამეცნიერო მოღვაწეობა ჯეროვნად არის შეფასებული სხვადასხვა ქვეყნების ცნობილი სამეცნიერო ცენტრების მიერ; სამეცნიერო სამუშაოების შესასრულებლად, აგრეთვე ლექციების კურსის წასაკითხად, მრავალგზის იყო მიწვეული საზღვარგარეთის ცნობილ სამეცნიერო ცენტრებში: მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (1990-1991, 1995, 1999-2000, 2004, 2009, 2011, 2014 წლებში); როსტოკის უნივერსიტეტში (1986-1987, 1994-1995, 2000 წლებში), პეკინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (1998, 2001, 2018 წლებში), ბრაიტონის უნივერსიტეტში (2003, 2008 წლებში); კონტრაქტით თანამშრომლობდა ძრავთმშენებელ ფირმებთან "Daimler Benz" (1999), "MAN" (2000), "ООО КамАЗ", "ООО ЗМЗ", "ВНИИГАЗ" (1982-2011) და სხვა; სამჯერ აქვს მინიჭებული გერმანიის აკადემიური კონტაქტების სამსახურის (DAAD) სტიპენდია (1990, 1994, 2000 წლებში). მონოგრაფიული სახის სახელმძღვანელოსათვის — რ. ქავთარაძე, "ლოკალური თბოცვლა დგუშიან ძრავებში" (გამოიცა 2001, 2007 და 2016 წლებში)- მიენიჭა მოსკოვის ბაუმანის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტის პრემიის ლაურეატის წოდება (2002). ეს პრესტიჟული პრემია 1948 წლიდან ენიჭებათ საუკეთესო ნაშრომებს ტექნიკის მეცნიერებათა დარგში. აღნიშნული სალექციო კურსი შექმნილია რ. ქავთარაძის მიერ და უშუალოდ ეყრდნობა მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. ეს ნაშრომი, აგრეთვე წიგნი რუსულ ენაზე "ძრავების თეორია. სპეციალური თავები (გამოიცა 2008 და 2016 წლებში)" — წარმოადგენენ ძირითად სახელმძღვანელოებს მაგისტრების მოსამზადებლად ტექნიკური უნივერსიტეტებისათვის რუსეთში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში; ავტორია მონოგრაფიის "Теплофизические процессы в дизелях, конвертированных на природный газ и водород". Москва, (2011). თანაავტორობით გამოცემული აქვს აგრეთვე მონოგრაფიები: "Исследование процессов газообмена и теплообмена в дизелях методами математического и физического моделирования", Тбилиси, (1986); "Combustion and Atmospheric Pollution".Semenov Memorial.Torus Press Ltd (2003); "Авиационные двигатели и силовые установки". 2-ое издание,Москва (2010) და სხვა; ძრავების თეორიაში ფართოდ არის ცნობილი მისი ფორმულები, რომლებიც საწვავის თვითაალების შეფერხების პერიოდის და წვის კამერაში თბოგაცემის კოეფიციენტის საანგარიშოდ გამოიყენებიან. ამ ფორმულების ანალიზი აღწერილია უცხოელ მეცნიერთა მიერ გამოცემულ მრავალ სამეცნიერო ნაშრომში, მათ შორის ცნობილ ამერიკულ მონოგრაფიაში Lieuwen T.,Yang V., Yetter R. Synthesis Gas Combustion. Fundamentals and Applications. CRC Press, New York (2010). გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 15 მონოგრაფია და სახელმძღვანელო. რიგი მისი ნაშრომებისა გამოქვეყნებულია საქართველოში, აშშ-ში, გერმანიაში, ინგლისში, ჩეხეთში, ჩინეთში, რუსეთში და სხვა; სამეცნიერო სკოლის შემქმნელი და ხელმძღვანელი მიმართულებებით: "ლოკალური თბოცვლა დგუშიან ძრავებში", "ძრავების ეკოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესება". მისი ხელმძღვანეობით დაცულია 20 სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია. არის სარედაქციო კოლეგიის წევრი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალებისა: "Транспорт на альтернативном топливе", "Инженерный журнал: наука и инновации" (ელექტრონული სამეცნიერო-ტექნიკური გამოცემა) და სხვა. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: ნ. ე. ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი (ნაციონალური კვლევის უნივერსიტეტი): piston-engines.rumathnet.ru

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის თბოცვლის თეორიის ნაციონალური კომიტეტი, წევრი (2005-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: