The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარიკა მიქელაძე

მარიკა მიქელაძე
Date of birth:23 December, 1910
Date of death:7 January, 1959  (at 48 years)
Category:Translator, Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კულაში, სამტრედიის რაიონი.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დაწყებითი განათლება დედისა და პედაგოგი დების დახმარებით სახლში მიიღო. 1930 წელს საატესტატო გამოცდები ექსტერნად ჩააბარა და იმავე წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლიტერატურის ფაკულტეტზე, დაუსწრებელ სექტორზე ჩაირიცხა, მაგრამ მომდევნო წელს ავადმყოფობის გამო სწავლის მიტოვება მოუხდა. ცხოვრება სანახევროდ საწოლს მიჯაჭვულმა გაატარა. ლექსების წერა 14-15 წლის ასაკში დაიწყო. თავის ლიტერატურული მუშაობის დაწყების თარიღად მარიკა მიქელაძე 1929 წელს ასახელებს. მისი პირველი ლექსები, მოთხრობები და თარგმანები საბავშვო ჟურნალებში "ოქტომბრელსა" და "პიონერში" ქვეყნდებოდა. მისი პირველი წიგნი, საბავშვო მოთხრობა "ოთხი და მეხუთე", 1930 წელს გამოიცა. 1934 წელს "ლიტერატურულ გაზეთში" დაიბეჭდა მარიკა მიქელაძის ლექსი "ყოფილ გაზაფხულს". მისი ლექსები "სიმღერა ჩაის მკრეფავ გოგონაზე" და "აფხაზ მფრინავ ქალს" პერიოდული სახეცვლილებებით იბეჭდებოდა. 1936-1938წწ. მუშაობდა საქართველოს რადიოკომიტეტში საბავშვო რადიოს გადაცემათა რედაქტორად. შეიმუშავა მათემატიკის სწავლების სახალისო და მარტივი მეთოდები. 1938 წლის 20 თებერვალს მარიკა მიქელაძე მწერალთა კავშირში მიიღეს. რეპრესიების დროს მარიკა მიქელაძემ ბევრი ლექსი მიუძღვნა საბჭოთა ბელადებს, განსაკუთრებით ლავრენტი ბერიას. ამ უკანასკნელის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, შედგა "შავი სია", სადაც ის ავტორები მოხვდნენ, ვისაც ბერიასადმი ჰქონდა წიგნი მიძღვნილი. ამ სიაში, 33-ე ნომრად, მარიკა მიქელაძეცაა, კრებულით "ვიმღეროთ ბრძოლის ამბავი" (1945). საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მის ორ წიგნში სქელი შავი ხაზით გადაშლილია ლექსის ის სტრიქონი, რომელიც ლავრენტი ბერიას სახელს ერითმება. ბევრი ლექსი და პოემა დაწერა მარიკა მიქელაძემ ომის თემაზე. 1943 წელს "ლიტერატურულ გაზეთში", ელენე ახვლედიანის ნახატის ქვემოთ, მისი ლექსი "დაბრუნება" გამოქვეყნდა. ომის წლებში დაწერა პოემები "ტანია"და "თეთრი სახლი". ნათარგმნი აქვს ჰაინრიჰ ჰაინეს, ივან ტურგენევის, ალექსანდრ პუშკინის, ეჟენ პოტიეს, საბავშვო მწერლების ვიტალი ბიანკისა და სამუელ მარშაკის ნაწარმოებები. 1946 წელს მარიკა მიქელაძე თავდადებული შრომისთვის მედალზე წარადგინეს. 

წყარო: სამხრეთ კავკასია: ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია: feminism-boell.org

Bibliography

  • მზე პირს იბანს : ლექსები (Author). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1957. - 198გვ.
  • გამოდარება : ლექსთა კრებული (Author). - თბილისი, სახელგამი, 1948. - 100გვ.
  • ომგადახდილნი : პიესა ერთ მოქმედებად (Author). - თბილისი, საქ. სახ. წიგნის პალატის გამ-ბა, 1947. - 16გვ.
  • ოთხი და მეხუთე : მოთხრობა (Author). - ტფილისი, ავტორის გა-მა,(პოლიგრაფტრ. მე-3 სტ.), 1930. - 20გვ.

Share: