The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აბესალომ ლორია

აბესალომ ლორია
Date of birth:22 April, 1922
Date of death:27 January, 2001  (at 78 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი; 1952 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. სწავლის პერიოდში იყო ინსტიტუტის ჯაზ-ორკესტრის კონფერანსიე, საკონცერტო პროგრამების ავტორი და მონაწილე. კინოში იღებენ 1955 წლიდან, უპირატესად ეპიზოდურ, სახასიათო როლებში. მონაწილეობდა ფილმებში: ორი მსახიობი (1955, ფილმი დაკარგულია); განაჩენი (1959); წარსული ზაფხული (1959, დამსვენებელი); უდიპლომო სასიძო (1961); პიერი მილიციის თანამშრომელი (1965, დალაქი); არ დაიდარდო (1968, აფთიაქარი); ბზიანეთი (1971); გათენების წინ (1971); გლადიატორი (1972); მშვიდობით ინესა (1972, მოკარნახე); მთლად წყალწაღებული (1972, ალვარესი); მხიარული რომანი (1972); ცოტნე დადიანი (1972, მსახური); ვერის უბნის მელოდიები (1973, იაშკა); ივანე კოტორაშვილის ამბავი (1974, მღვდელი); მინდვრის ყვავილი (1974); გამინაწილე სითბო (1975); პეტკა ხომ არ გინახავთ? (დოვჟენკოს სახ. კინოსტუდია, 1975, მექანიკოსი); ესკულაპეს მოწაფე (1977); მიმინო (1977, რადისტი); სინემა (1977); ყვარყვარე (1978, გამომძიებელი); გახლეჩილი ცა (დოვჟენკოს სახ. კინოსტუდია, 1979); თეირან-43 (საბჭოთა კავშირი/შვეიცარია/საფრანგეთი, 1980); მოხუცი მემანქანე (1981); სპორტლოტო-82 (რუსეთი, 1982, მყიდველი ბაზარში); ადამიანთა სევდა (1985, აპარეკა); ხსოვნა (1989, ტარიკო); გაჭედილები (2000-2002) და სხვ.

წყარო: ქართული კინო: georgian-cinema.ge

Awards and Honors

  • 1985 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: