შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აბესალომ ლორია
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი; 1952 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. სწავლის პერიოდში იყო ინსტიტუტის ჯაზ-ორკესტრის კონფერანსიე, საკონცერტო პროგრამების ავტორი და მონაწილე. კინოში იღებენ 1955 წლიდან, უპირატესად ეპიზოდურ, სახასიათო როლებში. მონაწილეობდა ფილმებში: ორი მსახიობი (1955, ფილმი დაკარგულია); განაჩენი (1959); წარსული ზაფხული (1959, დამსვენებელი); უდიპლომო სასიძო (1961); პიერი მილიციის თანამშრომელი (1965, დალაქი); არ დაიდარდო (1968, აფთიაქარი); ბზიანეთი (1971); გათენების წინ (1971); გლადიატორი (1972); მშვიდობით ინესა (1972, მოკარნახე); მთლად წყალწაღებული (1972, ალვარესი); მხიარული რომანი (1972); ცოტნე დადიანი (1972, მსახური); ვერის უბნის მელოდიები (1973, იაშკა); ივანე კოტორაშვილის ამბავი (1974, მღვდელი); მინდვრის ყვავილი (1974); გამინაწილე სითბო (1975); პეტკა ხომ არ გინახავთ? (დოვჟენკოს სახ. კინოსტუდია, 1975, მექანიკოსი); ესკულაპეს მოწაფე (1977); მიმინო (1977, რადისტი); სინემა (1977); ყვარყვარე (1978, გამომძიებელი); გახლეჩილი ცა (დოვჟენკოს სახ. კინოსტუდია, 1979); თეირან-43 (საბჭოთა კავშირი/შვეიცარია/საფრანგეთი, 1980); მოხუცი მემანქანე (1981); სპორტლოტო-82 (რუსეთი, 1982, მყიდველი ბაზარში); ადამიანთა სევდა (1985, აპარეკა); ხსოვნა (1989, ტარიკო); გაჭედილები (2000-2002) და სხვ. წყარო: ქართული კინო: georgian-cinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |