The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი სვანიძე

გიორგი სვანიძე
დაბადების თარიღი:26 ნოემბერი, 1930
გარდაცვ. თარიღი:ოქტომბერი, 1989  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ფერიის სასაფლაოს გმირთა პანთეონი, ბათუმი
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კუხი, წულუკიძის რაიონი (ახლანდელი ხონის რაიონი).

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი 1951 წელს; ოდესის  უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლის საექსპლუატაციო ფაკულტეტი 1967 წელს.

1951 წლიდან იყო თბომავალ «გრუზიას» კაპიტნის თანაშემწე; 1956 წელს კი უკვე მე-2 თანაშემწე; 1956-1958წწ. ცურავდა ანტარქტიდის ვეშაპთმჭერი ფლოტილია «სლავა»-ს გემ «ბისტრის» კაპიტნად; 1961-1967წწ. იყო საქართველოს საოკეანო თევზჭერის სამმართველოს ტრაულერების: «შოთა რუსთაველის», «თბილისისა»  და «ახუნის» კაპიტან-დირექტორი; 1967-1969წწ. საქმიანობა ნაპირზე განაგრძო, საქართველოს საოკეანო თევზჭერის სამმართველოს უფროსად; 1969 წლიდან გარდაცვალებამდე კაპიტნად ცურავდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს  გემებზე: - «ქერჩი», «აკადემიკოსი დავითაია», «ფილიპე მახარაძე» და სხვა. გარდაიცვალა 1989 წლის ოქტომბერში, შორეულ ნაოსნობაში ბალკერ «ფილიპე მახარაძეზე» ყოფნისას საბერძნეთის პორტ პირეოსში. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: