The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ქავთარაძე

მიხეილ ქავთარაძე
დაბადების თარიღი:30 აპრილი, 1892
გარდაცვ. თარიღი:1 ივნისი, 1974  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1902-1912წწ. სწავლობდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში; 1919-1920წწ. - საქართველოს სამხედრო სამინისტროს მიერ მოწყობილ კურსებზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა კარტოგრაფის სპეციალობით.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროში, შემდეგში კავკასიის წითელდროშოვანი არმიის მთავარი შტაბის ტოპოგრაფიულ განყოფილებაში, საქართველოს კარტოგრაფიულ ინსტიტუტში, გეოგრაფიის ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ნახევარი საუკუნის მანძილზე იგი მონაწილეობდა თითქმის ყველა ქართული რუკის შედგენა-გამოცემაში. გააფორმა პირველი ქართული გლობუსი (1928). ეწეოდა აგრეთვე გრავიორულ სამუშაოებსაც. მის მიერაა გრავირებული ქართული გეოგრაფიული რუკები (1925-1933). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. კარტოგრაფი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.255

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1953 - შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: