The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მზია ხეთაგური

მზია ხეთაგური
Date of birth:14 March, 1945  (79 years)
Category:Playwright, Scientist, Actor/Actress, Writer, Poet, Publicist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი. 1985 წელს მოსკოვში მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურულ ინსტიტუტში უმაღლესი კურსები გაიარა.

მუშაობდა ცხინვალის თეატრში, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში. მისი პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უდიდესი წარმატებით სარგებლობდა. პიესა "ხეტიალა" დაიდგა თბილისის და ბათუმის თოჯინების თეატრში, ამ სპექტაკლმა პოლონეთის საერთაშორისო ფესტივალზე პირველი ადგილი მოიპოვა. იგი არის მრავალი პოეტური ნაწარმოების და პიესის ავტორი, მისი შემოქმედება თარგმნილია სხვადასხვა ენაზე. ქართულ-ოსური ურთიერთობის მოსაგვარებლად გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის მიღებული აქვს მიხეილ ყიფიანისა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სიგელები, შემოქმედებითი ღვაწლისთვის საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - წმიდა გიორგის ოქროს ორდენი (2011). თეატრმცოდნე.

სადისერტაციო თემა - "მაყურებლის ფსიქოლოგია", დაიცვა მოსკოვში.

წყარო: ავანსცენიდან კულისებში / თამარ ციბალაშვილი // ავერსი .-თბილისი.-№149; sputnik-georgia.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.227

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელობის პრემია

Bibliography


Share: