The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სულიკო სურმანიძე

სულიკო სურმანიძე
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეზღვაური, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ურეხი, ბათუმის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაო სასწავლებლის გემთწამყვანობის ფაკულტეტი 1968 წელს.

1968-1972 წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მატროსი, შორეული ნაოსნობის შტურმანი ტანკერებსა და ბალკერებზე («Аксай», «Алагир», «Дрогобыч», «Керчь», «Георгий Леонидзе», «Художник Касиян»); 1972-1979 წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს კაპიტნის უფროსი თანაშემწე; 1976-1978 წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტვირთგადაზიდვების სამმართველოს გემების ჯგუფის დისპეტჩერი; 1979-1984 წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის კაპიტანი; 1984-1992 წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ფლოტისა და ნავსადგურების ექსპლუატაციის სამმართველოს უფროსი; 1993-1999 წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსის პირველი მოადგილე; 2000-2004 წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსი; 2005-2006 წწ. სანაოსნო კომპანიის "IBERIA SHIPPING"-ის დირექტორი; 2007-2010 წწ. საქართველოს საზღვაო დეპარტამენტის საზღვაო ინსპექციის უფროსი; 2011 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში - საზღვაო პრაქტიკის სამსახურის უფროსი. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: