The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ დუმბაძე

სხვა სახელი:ანძა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:1908
კატეგორია:მუშა

ბიოგრაფია

ცხოვრობდა და მუშაობდა ბათუმში, 1905 წლიდან მონაწილეობდა დასავლეთ საქართველოს ყველა რევოლუციურ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში (გურიაში ნასაკირალზე კაზაკებთან შეტაკების დროს, განსაკუთრებით დეკემბრის აჯანყებაში და სხვ.). 1906 წელს გადავიდა ბაქოში. 1907 წლიდან ბაქოს ბოლშევიკურ კომიტეტში იყო ყველა საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი დავალების შემსრულებელი. 1908 წელს ბაქოს ბოლშევიკურმა ორგანიზაციამ სხვებთან ერთად ირანში გაგზავნა, როგორც რევოლუციონერთა ჯგუფის ხელმძღვანელი სპარსელი რევოლუციონერების დასახმარებლად (მასთან ერთად იყვნენ ვ. ბაქრაძე, ვ. თიკანაძე და სხები). ირანში ტყვედ აიყვანეს და ჩამოახრჩვეს. რევოლუციონერი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.890


გააზიარე: