The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი კოკოჩაშვილი

გიორგი კოკოჩაშვილი
Date of birth:23 March, 1893
Date of death:18 February, 1981  (at 87 years)
Category:Biologist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1912 წელს და იმავე წელს შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განოყოფილებაზე; 1914 წელს ავადმყოფობის გამო სწავლა შეწყვიტა. 1925 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, რომელიც 1930 წელს დაამთავრა ზოოლოგიის სპეციალობით.

1922-1925წწ. მუშაობდა ქუთაისის საისტორიო-ეთნოგრაფიულ მუზეუმში; 1928-1933წწ. ზოოლოგიის კათედრაზე, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1933 წლიდან გადმოდის ახლად გახსნილ ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, სადაც დაევალა ზოოლოგიური საგნების კითხვა; 1935-1975წწ. იყო ზოოლოგიის კათედრის გამგე; 1944-1946წწ. საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი. სხვადასხვა წლებში შეთავსებით მუშაობდა: 1935-1939წწ. ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში დოცენტად და ბიოლოგიის კათედრის გამგედ; 1945-1948წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტად; 1952-1955წწ. ქუთისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში დოცენტად. ლექციებს კითხულობდა ზოოლოგიასა და ცხოველთა გეოგრაფიაში საბუნებისმეტყველო და გეოგრაფიის ფაკულტეტებზე. მისი სამეცნიერო კვლევის ობიექტი იყო დასავლეთ საქართველოს ფაუნა, კერძოდ, მოლუსკები. მისი მეცნიერული ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა იმერეთისა და საქართველოს სხვადასხვა მხარეების ფაუნისტური მასალების შეგროვება-დამუშავება. ამ მასალების უმდიდრესი კოლექცია გადაცემულია თბილისში, ზოოლოგიის ინსტიტუტში. ხოლო ზოოლოგიის კათედრასთან დააარსა ზოოლოგიური მუზეუმი, რომელსაც ახლა მისი სახელი აქვს მიკუთვნებული. იგი ავტორია 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1933).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დასავლეთ საქართველოს მოლუსკები და მათი განაწილება ლანდშაფტურ ზონებში", დაიცვა 1941 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.159-160

Bibliography


Share: