The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერი კარბელაშვილი

მერი კარბელაშვილი
დაბადების თარიღი:8 თებერვალი, 1927
გარდაცვ. თარიღი:24 აპრილი, 2006  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1949 წელს.

1956 წლიდან იყო სა­ქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი; 1988-2005 წწ. ხელმძღვა­ნე­ლობ­და ინსტიტუტის ახა­ლი და თანამედროვე ქართული ხელოვნების განყოფილებას; მის მიერ შესრულებულ ნაშრომთა თემატიკა მრავალფეროვანია და ძირითადად ქართული გრაფიკული ხელოვნების სფეროს მოიცავს. თუმცა, გარდა გრაფიკისა, მისი კვლევის ინტერესი სახვითი ხელოვნების სხვა დარგებსაც უკავშირდება; აქვს ნაშრომები ქართული არქიტექტურული ძეგლების, ფერმ­წერი მხატვრებისა და მოქანდაკეების შე­სახებ. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1963).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 537; გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვისა კვლევის ეროვნული ცენტრიgch-centre.gegeorgianart.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: