შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირინე იმერლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის იურიდიული და ჟურნალისტიკის ფაკულტეტები, ასპირანტურა1994 წელს, დოქტურანტურა 2019 წელს. 1988 წ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. მელიქიშვილის სახ. ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, პრეპარატორი; 1988-1989წწ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ლაბორანტი; 1994-1995წწ. თსუ, ეკოლოგიის ფაკულტეტის ლაბორანტი; 1993-2000წწ. მუშაობდა საქართველოს პარლამენტში: 1993-1996წწ. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის საქმისმწარმოებელი; 1996-1997წწ. პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის სხდომების მომზადებისა და უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი; 1997-1998წწ. საორგანიზაციო დეპარტამენტის დარბაზის სამსახურის უფროსი; 2000წ. აპარატის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი საკანონმდებლო საქმიანობის საკითხებში; 2000-2003წწ. იუსტიციის მინისტრის მოადგილე; 2004-2005წწ. შპს "სამი ოთხზე", იურისტი; 2005-2006წწ. შპს "ნამი", იურისტი; 2006-2008წწ. საქართველოს რესპუბლიკური პარტია, საარჩევნო სამსახურის უფროსი; 2008-2009წწ. საქართველოს რესპუბლიკური პარტია, საარჩევნო-რეგიონალური სამსახურის უფროსი; 2009-2012წწ. საქართველოს რესპუბლიკური პარტია, რეგიონალური და საარჩევნო მდივანი; 2012წ. პოლიტიკური კოალიცია "ბიძინა-ივანიშვილი - ქართული ოცნება" საარჩევნო-იურიდიულ სამსახურის უფროსი; 2012-2013წწ. საქართველოს მე–8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2013-2016წწ. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნი; 2016 წლიდან საკონსტუტიციო სასამართლოს მოსამართლე. 2019 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, გენერალი (21.03.2003). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 180; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდი: constcourt.ge; tabula.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |