The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ ზაქარაშვილი

ნუგზარ ზაქარაშვილი
დაბადების თარიღი:8 სექტემბერი, 1950
გარდაცვ. თარიღი:ნოემბერი, 2006  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, მკვლევარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით 1974 წელს.

1975 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ინჟინრის, შემდეგ უფროსი ინჟინრის, უმცროსი მეცნიერ თანამშრომლისა და 1989 წლიდან უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. მუშაობდა მყინვარული ჩამონადენის ფორმირებისა და შიდაწლიური განაწილების რეჟიმისა და წყლის რესურსების პრობლემებზე. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კავკასიონის სამხრეთ ფერდობის მყინვარებიდან ჩამონადენის ფორმირების მექანიზმი და რეჟიმი", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.126


გააზიარე: