The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეთერ ელიოზაშვილი

ეთერ ელიოზაშვილი
დაბადების თარიღი:26 ნოემბერი, 1928  (95 წლის)
კატეგორია:ბიბლიოგრაფი, ბიბლიოთეკარი, გეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მცხეთა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1955 წელს.

1957-1959წწ. მუშაობდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ბიბლიოთეკაში, პარალელურად დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული საბიბლიოთეკო ერთწლიანი კურსები. 1960 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროს ბიბლიოთეკარად; 1983 წლიდან ბიბლიოთეკის გამგედ. შეადგინა და გამოცა აკად. თეოფანე დავითაიას ბიობიბლიოგრაფია (1984), ინსიტტუტის თანამშრომელთა ძირითადი შრომების (მონოგრაფიების, სახელმძღვანელოების, სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის ბროშურები და სხვ.) ბიბლიოგრაფია (2003). გარდა ამისა, შედგენილი აქვს თანამშრომელთა შრომების სრული ბიბლიოგრაფია. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო და საგაზეთო წერილიც. 

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.117-118

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1977 - კულტურის სამინისტროს ბიბლიოთეკარის საპატიო წოდება

გააზიარე: