შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კარლო ინასარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კუშუბაური, ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი. თბილისის კინომსახიობთა სტუდიაში სწავლის პერიოდში გაიწვიეს II მსოფლიო ომში, სადაც ტყვედ ჩავარდა; ქართველი ემიგრანტების დახმარებით "ქართული ლეგიონის" საქმიანობაში ჩაერთო. ომის შემდეგ გერმანიაში შეისწავლა იურისპრუდენცია, ფილოსოფია, კინოსა და თეატრის ისტორია. მისი სადოქტორო დისერტაცია იურისპრუდენციაში მიეძღვნა რუსეთ-საქართველოს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის სამართლებრივ ასპექტებს; იყო ნ. ჟორდანიას პოლიტიკური თანამოაზრე, ემიგრაციაში მოქმედი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი; პარიზში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალები: "მებრძოლი საქართველო" და "ჩვენი დროშა"; იგი ასევე თანამშრომლობდა ვ. ნოზაძის ჟურნალ "კავკასიონთან". დიდი წვლილი მიუძღვის ჟურნალ "თანამემამულის" დაარსებაში; იყო რადიო "თავისუფლების" ქართული რედაქციის დირექტორი; მან თავი მოუყარა ქართველი ემიგრანტების – გ. რობაქიძის, მ. წერეთლის, რ. არსენიძის, ვ. ნოზაძის და სხვათა ხმების ფონოგრამებს; საქართველოში გამოგზავნა უცხოეთში გამოცემული არაერთი ქართული წიგნი და ჟურნალ-გაზეთი; შ. და გ. მაღლაკელიძეების, კ. ვეკუას, ი. და ა. ნიკურაძეების არქივები, რომლებიც ინახება საქართვ. სხვადასხვა ინსტიტუტსა და მუზეუმში; მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივის სამშობლოში დაბრუნების საქმეში; საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ქველმოქმედებისა და საეკლესიო მშენებლობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მიენიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება (1996). პოლიტიკური მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.266 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |