The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცისანა ბასილაშვილი

ცისანა ბასილაშვილი
დაბადების თარიღი:5 ივლისი, 1941  (83 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით 1965 წელს; წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერაბათა სახალხო უნივერსიტეტი 1977 წელს; 1990 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კურსები 1990; თბილისის უცხო ენების ინსტიტუტის ინგლისური ენის კურსები 1993 წელს.

1964 წელს მუშაობა დაიწყო ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში ჯერ ტექნიკოსად, შემდეგ ინჟინრის, მეცნიერ მუშაკის, 1989 წლიდან წამყვან მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე, 2003 წლიდან მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 1968-1973წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა ქ. მოსკოვის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში; 1976 და 1995 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა იუნესკოს უმაღლესი საერთაშორისო ჰიდროლოგიური კურსები. შედგენილი აქვს სამეცნიერო-კვლევითი ანგარიში და 24 მეთოდური მითითება ორატიული პროგნოზირების შესადგენად, რომლებიც დანერგილია სახალხო მეურნეობის მნიშვნელოვანი ობიექტების მომსახურეობისათვის. ავტორია 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა. შედგენილი აქვს მონაცემთა სტატისტიკური ანალიზის და მრავალფაქტორიან დამოკიდებულებათა განსაზღვრისა და შეფასების კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც გამოქვეყნებულია მსოფლიო მონაცემთა ცენტრში და გამოიყენება მეცნიერების სხვადასხვა დარგში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დასავლეთ საქართველოს მდინარეთა ჩამონადენის ანალიზი და გრძელვადიანი პროგნოზები", დაიცვა 1980 წელს (მოსკოვის ჰიდრომეტცენტრი);

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მთის მდინარეთა ჩამონადენის პროგნოზირება (საქართველოს მაგალითზე)", დაიცვა 2002 წელს. 

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.36-37

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1991 - სსრკ ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო კომიტეტის ვ. გლუშკოვის და ვ. ურივაევის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: