შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჯავახიშვილი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ყანდაურა, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერა-ტურის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1967 წლიდან მუშაობდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო ქართული ლიტერატურის კათედრის დოცენტი, პროფესორი, გამგე, პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში. პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას. იკვლევდა ქართული ლიტერატურის, ფოლკლორისა და წიგნთმცოდნეობის საკითხებს. მონოგრაფიულად შეისწავლა თელავის ლიტერატურული ცხოვრება XVII-XX საუკუნეების განმავლობაში. ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 12 წიგნისა. შეადგინა, შესავლით ან ბოლოსიტყვაობით გამოსცა: ნარკვევი "ალექსანდრე ჭავჭავაძე" (1986), იოსებ მჭედლიშვილის ლექსების კრებული "ფერადი მძივი" (1988), გალაკტიონ ტაბიძის ლექსების კრებული "ალზიორა" (1991), ალექსანდრე ორბელიანის ნარკვევი "თელავი" (1997), გიორგი ლეონიძის "ნამცვრევი" (2000), თელავზე დაწერილი ლექსების კრებული სახელწოდებით: "ფილტვად აქვს კახეთს თელავი" (2000), მათე ალბუთაშვილის ნაშრომი "პანკისის ხეობა (ისტორიულ-ეთნოგრაფიული და გეოგრაფიული აღწერა)" (2005). სამეცნიერო ხელმძღვანელობა გაუწია პროექტს: "XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა" (2011), რის შედეგადაც მრავალტომეული გამოიცა. ავტორია მოთხრობებისა, რომელიც გამოქვეყნდა სახელწოდებით "ციდეულები". ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1995). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |