შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
საურმაგი (ქართლის მეფე)![]()
ბიოგრაფიაქართლის (იბერიის) მეფე, ფარნავაზის ძე. ქართული საისტორიო ტრადიციის თანახმად, მეფობდა ძვ.წ. III საუკუნეში. ქართული წყაროების მიხედვით, ჩრდილო კავკასიელი ტომებისა და სხვა უცხოელთგან შემდგარი სამხედრო რაზმების დახმარებით ჩააქრო ქართლის ერისთავთა აჯანყება. საურმაგს მიეწერება აგრეთვე ჩრდილო კავკასიიდან კავკასიელ ტომთა მნიშვნელოვანი მასის გადმოსახლება საქართველოს მთიანეთში. მის დროს ქართლის სამეფოს მეგობრული დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა სელევკიდების სამეფოსთან. "ქართლის ცხოვრება" საურმაგს მიაწერს ორი ქალღმერთის - აინინასა და დანინას კულტის დამკვიდრებას და მცხეთის გზაზე მათი კერპების აღმართვას. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9.-თბ., 1985.-გვ.148
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |