შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფარნაოზ ბატონიშვილი![]()
ბიოგრაფიაეპიტაფიის მიხედვით დაბადებულა 1777 წელს (სხვა მონაცემით — 1775 წელს); ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის შვილი. ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ, 1799 წელს, გამეფდა თავის საუფლისწულო მამულში, სურამში. 1801 წელს თავის უფროს ძმასთან იულონთან ერთად ებრძოდა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. 1804 წელს, როდესაც სპარსეთში გადადიოდა, გზაში დააპატიმრეს და მომდევნო წელს რუსეთში, ვორონეჟში, გადაასახლეს. 1806 წელს პატიმრობიდან გაათავისუფლეს და ცხოვრობდა ჯერ მოსკოვში, შემდეგ – პეტერბურგსა და პეტერგოფში. სიბერეში თვალთ დააკლდა, ბოლოს სულ დაბრმავდა;შემდეგ პეტერბურგში ცხოვრობდა, მაგრამ რუსეთის სამსახურში არ შესულა. 1843 წლის 18 ივნისს, საქართველოს სამეფო ოჯახის წევრებს (ფარნაოზი ერეკლეს ძე; გიორგის ძეები: თეიმურაზი, მიხეილი, ილია, ოქროპირი, ერეკლე; იულონის ძეები: ლუარსაბი და დიმიტრი; იოანეს შვილიშვილი - იოანე; ბაგრატ გიორგის ძის შვილები: დავითი და ალექსანდრე; კონსტანტინე დავითის ძე; იმერეთის მეფის გიორგი ალექსანდრეს ძის შვილები: ალექსანდრე და დიმიტრი), რუსეთის იმპერატორის ბრძანებით "უვადო" პენსიაზე დაემატათ "შთამომავლობითი" პენსიაც; ფარნაოზმა რუსულიდან თარგმნა კარამზინის "რაისა" და ჟან-ჟაკ რუსოს ერთ-ერთი ტრაქტატი. საკუთარ ლექსებში კი ისიც მისტიროდა წარსულს და გამოთქვამდა ჭმუნვასა და ვაებას აწმყოსადმი. ასეთივე, ადრინდელი რომანტიზმის გამომხატველია მისი ლექსი "იგონეთ ყოველთა დრონი წინარე". წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.232; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 41
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |