შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი კავკასიური ენების განხრით 1949 წელს. 1952 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, 1956 წლიდან ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1992 წლიდან ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების გამგე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი თბილისის ოქტომბრის რაიონის №8 საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (დოქტორი), ენათმეცნიერების დოქტორი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და კრებულის ავტორი. ცნობილი ქართველი მსახიობის შურა (ალექსანდრა) თოიძისა და ლიტერატურათმცოდნე, პუბლიცისტის ვლადიმერ (ვოვა) მაჭავარიანის ქალიშვილი. წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ. 241; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; ice.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.608 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |