The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ჯავრიშვილი

შალვა ჯავრიშვილი
დაბადების თარიღი:1896
გარდაცვ. თარიღი:1946  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

1918-1921 წწ. იყო ეროვნული არმიის ოფიცერი; 1922-1924 წწ. მონაწილეობდა პარტიზანულ ბრძოლაში საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ; ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა ლეგენდარული რაზმის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი; მისი ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი, ხევსურეთის 1922 წლის ამბოხების და 1924 წლის ეროვნული აჯანყების მონაწილე; 1924 წლის ოქტომბრიდან ქაქუცასთან და სხვა შეფიცულებთან ერთად პოლიტიკური ემიგრანტი; 1925-1945 წწ. ეროვნული ერთობის დარაზმულობა "თეთრი გიორგი"-ს თვალსაჩინო წევრი; 1945 წელს მოტყუებით, "ამნისტიის" პირობით შემოიტყუეს საბჭოთა ხაფანგში; 1946 წელს გაასამართლეს და მიუსაჯეს 25 წლით გადასახლება. გადასახლებაში ხელმეორედ გასამართლების შემდეგ დახვრიტეს.

წყარო: ბურუსი: burusi.wordpress.com


გააზიარე: