The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ჩხარტიშვილი

დაბადების თარიღი:31 აგვისტო, 1973  (51 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1995 წელს.

1998 წელს სტაჟირება გაიარა კაიროს დიპლომატიურ აკადემიაში; 1994 წელს იყო აჭარის მინისტრთა საბჭოს რეფერენტი; 1995 წლიდან ბათუმის უმაღლესი პედაგოგიური კოლეჯის ფილოსოფიის ისტორიის მასწავლებელი; 1996 წლიდან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწე, ფილოსოფიის ლექტორი; 1997-2004 წწ. ბათუმში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის მეორე მდივანი; აჭარის ა/რ მთავრობის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; 2005 წლიდან შპს "აჭარა და ადჟარიას" დირექტორი. არის ავტორი წიგნებისა: "შვიდი დეტერმინირებული ლექცია თავისუფლად მოსიარულე ადამიანზე" (2001), "მორფოსს" (2004).

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.529


გააზიარე: