The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჩაკვეტაძე

დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1982  (42 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო და რეგიონალური კონფლიქტოლოგიის ფაკულტეტი.

იყო საქართველოს 6-გზის ჩემპიონი კიკბოქსინგში (1994, 1998, 1996, 1997, 1998, 1999); მსოფლიო ჩემპიონატებში აღებული აქვს: კიკბოქსინგში - III ადგილი იტალიაში (1999), I ადგილი - საბერძნეთში (2000), I ადგილი ტაილანდურ კრივში (ტაილანდი, 1999). არის საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო ფესტივალის (საკტ-პეტერბურგი, 1993), ბათუმის (1995) და მოსკოვის (1996) საერთაშორისო ტურნირების, ევროპის თასის გათამაშების (კრასნოდარი, 1998); შვეიცარიის საერთაშორისო ტურნირის პოსტტენებრაისის თასზე (2000), მოსკოვის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების (1998) I ადგილის მფლობელი კიკბოქსინგში; მექსიკის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ტაილანდურ კრივში (2001). არის კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილის მფლობელი, ოქროს სარტყლის მფლობელი პროფესიონალთა შორის (დიდი ბრიტანეთი, 2000). სპორტის სახეობა - ტაილანდური კრივი და კიკბოქსინგი. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.511


გააზიარე: