შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორ სანიკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიღნაღის (კახეთის) ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი 2007 წელს. საკლუბო კარიერა დაიწყო 2003 წელს თბილისის "აკადემიაში"; 2003-2006წწ. - საფრანგეთის "დიჟონი"; 2006-2007წწ. - ესპანეთის "ესტუდიანტე"; 2008 წელს - თბილისის "დინამო"; 2008-2009წწ. - ესტონეთის "ტარტუ როკი"; 2009-2012წწ. - იტალიის "ვირტუსი"; 2012-2013წწ. - იტალიის "მონტეპასკი"; 2013-2014წწ. - ესპანეთის "სარაგოსა"; 2014-2015წწ. - რუსეთის "უნიქსი"; 2015-2016წწ. - თურქეთის "ტედ ანკარა", საბერძნეთის "არისი"; 2004- 2017წწ. - საქართველოს ნაკრების წევრი; 2004 წელს ნბა-ს დრაფტზე "ატლანტამ" აიყვანა და "სან ანტონიოს" დაუთმო. 2008, 2011წწ. - საქართველოს და იტალიის ჩემპიონატების "ოლ სტარების" მონაწილე; 2011-2012წწ. - იტალიის პირველობის საუკეთესო ევროპელი მოთამაშე; 2016-2017წწ. - კლუბი "არისი", კალათბურთელი; 2019-2020წწ. - კლუბი "არისი", დირექტორი; 2018 წლიდან - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო კლუბის პრეზიდენტი. 2004 წელს - ფიბა-ს თასის ფინალისტი; საფრანგეთის თასის მფლობელი (2004, 2006). 2020-2024წწ. - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. კალათბურთელი. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |